

დარჩით ჩვენთან კონტაქტზე ან მოითხოვეთ შეხვედრა კონსულტანტთან
Tel: +995 599 220 122
Tbilisi, Georgia
ჩვენ შესახებ
„ტექპარტნერი“ პარტნიორებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უწევს პროცესების ავტომატიზაციის, სხვადასხვა სისტემების ინტეგრაციისა და ციფრული განვითარების მიმართულებით.
„ტექპარტნერის“ გუნდს საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს პროცესების რობოტიზაციის (RPA) მიმართულებით.
ჩვენ გუნდს 100-ზე მეტი პროცესის ავტომატიზაცია აქვს მიწოდებული 20 კომპანიისთვის 4 ქვეყანაში (საქართველო, აშშ, ეკვადორი და ავსტრალია).
ჩვენი ხედვა
ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუტინულ სამუშაოზე ადამიანური რესურსების 40-იდან 60 პროცენტამდე იხარჯება, რაც კომპანიის ეფექტიანობას ამცირებს. ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ რუტინულ დავალებებს და შემდეგ მათ ავტომატიზაციას ვახდენთ. ამ გზით კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ ადამიანური რესურსები არარუტინული და მეტად ეფექტიანი დავალებებისკენ მიმართონ.
ჩვენი ტექნოლოგია
ოპერაციების გამარტივებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ RPA, OCR და AI ტექნოლოგიებს. ჩვენი გუნდი ამ სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესების სრულ ავტომატიზაციას ახდენს.
ჩვენი სერვისის გზამკვლევი

1
პროცესების მოკვლევა
ორგანიაზაციაში არესებული პროცესების კვლება და ავტომატიზაციისთვის შესაბამისი დავალებების იდენტიფიცირება.
2
ეკონომიკური დასაბუთება
შერჩეული პროცესების მიხედვით პროექტის შედგენა და ბიუჯეტის დათვლა.
3
პროექტის დაწყება
მას შემდეგ რაც პროექტი შეთანხმდება, ტექპარტნერის გუნდი იწყებს პროექტის ეტაპობრივ გაშვებას.
როგორ მუშაობს
ყველა კომპანიას აქვს მისთვის სპეციფიური პროცესი, რომლის დეტალური შესწავლის შედეგად იქმნება პროცესის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც გაწერილია პროცესის განვითარების ყველა ცნობილი სცენარი.


პროცესის განმსაზღვრელი დოკუმენტის საფუძველზე ტექპარტნერის დეველოპერები ქმნიან პარტნიორზე მორგებულ სერვისს.
როდესაც პარტნიორი კომპანია დაადასტურებს სერვისის მუშაობის გამართულობას, პროცესი გადადის მხარდაჭერის რეჟიმზე.


